ავტომობილის ქირაობა დღიურად ძალიან პოპულარული და მოთხოვნადი სერვისი გახდა, რადგან მოგზაურობისთვის კომფორტული და ეფექტური საშუალებაა. ჩვენი კომპანიის შეთავაზებები არასოდეს ტოვებს მომხმარებელს უკმაყოფილოს, რადგან იგი გამოირჩევა მრავალფეროვანი არჩევანით და ხელმისაწვდომი ფასებით.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ ახალი და კომფორტული ავტომობილების ქირაობას დღიურად საუკეთესო ფასად და უზრუნველყოფს უსაფრთხოდ მგზავრობის გარანტიას საქართველოს მასშტაბით, სადაც თქვენ აღმოაჩენთ უამრავ არქიტექტურულ და ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებს. კომპანიის მიერ შემოთავაზებული თითოეული მანქანა დაზღვეულია და ტექნიკურად გამართული. მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად კი, ავტომობილის დაქირავების პროცესი სრულიად ონლაინ მიმდინარეობს.
საქართველოში ავტომობილის ქირაობის ფასები საკმაოდ დაბალი და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ტიპის მომხმარებლისთვის. დღიურად ავტომობილის ქირაობის ღირებულება იწყება 60 ლარიდან და შეიძლება 90 ლარამდე გაიზარდოს, რაც დამოკიდებულია სატრანსპორტო საშუალების ბრენდზე და ტიპზე. კომპანია ასევე გთავაზობთ ძვირადღირებულ ავტომობილებსაც, რომელთა დღიურად ქირაობის ფასი 300 ლარიდან იწყება.
აღსანიშნავია, რომ დაზღვევის ფასი ქირაობის ღირებულებაში შედის. გაითვალისწინეთ, რომ სპეციალური მახასიათებლების გათვალისწინებით შესაძლოა არსებობდეს დამატებითი ღირებულება, როგორიცაა ჩვილის ან ბავშვის სავარძელი, GPS ნავიგაციის სისტემა და ა.შ.
Car Rent Georgia გთავაზობთ:
გახსოვდეთ, რომ დაქირავებული მანქანით ვერ დატოვებთ საქართველოს საზღვრებს. ასევე, მანქანა რომ იქირაოთ, საჭიროა 100 ლარის ოდენობით დეპოზიტის გაკეთება. გარდა ამისა, ავტომობილს უნდა მართავდეს ქირავნობის ხელშეკრულებაში მითითებული პირი. თუ ასე არ მოხდა, ავარიის შემთხვევაში ზიანს არ დაფარავს დაზღვევა. მანქანის ქირაობა შესაძლებელია მძღოლის მომსახურებითაც, რასაც დამატებითი თანხა სჭირდება.
შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ავტომობილი ჩვენს ვებ-გვერდზე.
გისურვებთ სასიამოვნო მგზავრობას!