რჩეული ავტომობილები

ეს არის ავტომობილები რომლებსაც
ხშირად ირჩევენ ჩვენი ავტოპარკიდან

მანქანის ქირაობა თბილისში

მანქანის ქირაობა თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა დედაქალაქის კომფორტულად დასათვალიერებლად - ძველი ქალაქის ხედები, მეთვრამეტე საუკუნის აივნიანი სახლები, ეკლესია-მონასტრები, არქიტექტურული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები და მრავალი სხვა. თუმცა თბილისში მანქანის ქირაობის მიზეზი მხოლოდ ტურიზმი როდია, ბევრი ადამიანი ქირაობს მას ქალაქგარეთ გასასვლელად, ან დასასვენებლად წასვლის დროს.

რა ღირს მანქანის ქირაობა თბილისში?

თბილისში ავტომობილის ქირაობის ფასი 60 ლარიდან იწყება. ავტომობილის კლასი, ტიპი და ბრენდი ახდენს გავლენას გაქირავების ღირებულებაზე. ფასზე ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს თუ მოითხოვთ ჩვილის და ბავშვის სავარძელს, GPS ნავიგაციის სისტემას და სხვა მახასიათებლებს ან პროდუქტებს.

რა სახის ავტომობილების ქირაობა შეგიძლიათ თბილისში?

თბილისში ავტომობილების ქირაობის სერვისებზე დიდმა მოთხოვნამ მომხმარებელთა კმაყოფილება ჩვენს ნომერ პირველ პრიორიტეტად აქცია. Car Rent Georgia გთავაზობთ მანქანების მრავალფეროვან არჩევანს ყველა კატეგორიაში, რაც მოგზაურებს უადვილებს მათთვის სასურველი და საჭირო ავტომობილის არჩევას.

რა პროცედურებია საჭირო თბილისში მანქანის ქირაობისათვის?

თბილისში მანქანის ქირაობა მარტივი და კომფორტუოია, რადგან პროცესი მთლიანად ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს:

  1. ჩვენს საიტზე აირჩიეთ მანქანა, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს საჭიროებებს;
  2. შეავსეთ მარტივი განაცხადის ფორმა - აუცილებელი დოკუმენტებია: მართვის მოწმობა და პირადობის მოწმობა/პასპორტი
  3. გაეცანით კომპანიის წესებსა და პირობებს;
  4. შეასრულეთ ონლაინ გადახდა;
  5. შეიტანეთ 100 ლარიანი დეპოზიტი.

რატომ არის Car Rent Georgia საუკეთესო არჩევანი?

Car Rent Georgia არის ავტომობილების გაქირავების ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და სანდო კომპანია ქართულ ბაზარზე. ადგილობრივი კომპანიისგან ავტომობილის დაქირავება ნიშნავს, რომ თქვენ მიიღებთ საუკეთესო ფასს და მომსახურებას. ჩვენ გთავაზობთ არა მხოლოდ ახალ და კომფორტულ ავტომობილებს ხელმისაწვდომ ფასად, არამედ უსაფრთხო მგზავრობასაც, რადგან კომპანიის მიერ მოწოდებული თითოეული ავტომობილი დაზღვეულია და ტექნიკურად შემოწმებული.

რა უნდა გაითვალისწინოთ თბილისში მანქანის ქირაობის დროს

თბილისში ავტომობილით მოძრაობის დროს გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია დრო. პიკის საათებში ქალაქში საკმაოდ დატვირთული მოძრაობაა. თუ საცობში დიდი ხნით დგომა არ გსურთ, თავი აარიდეთ დილის 9 საათიდან 11 საათამდე და საღამოს 5 საათიდან საღამოს 8 საათამდე ავტომობილით მგზავრობას.

ქალაქის ცენტრში არსებულ ქუჩებში მოძრაობა განსაკუთრებით რთულია პიკის საათებში. აეროპორტის გზაზეც დროდადრო ხშირია დატვირთული მოძრაობა, ამიტომ რეკომენდებულია მოგზაურობის წინასწარ დაგეგმვა.

თბილისში ავტომობილების დაქირავებაზე დიდი მოთხოვნის გამო, ასევე სასურველია მანქანის რამდენიმე დღით ადრე დაჯავშნა.