რჩეული ავტომობილები

ეს არის ავტომობილები რომლებსაც
ხშირად ირჩევენ ჩვენი ავტოპარკიდან

მანქანის ქირაობა საქართველოში

საქართველოში მანქანის ქირაობა საუკეთესო გზაა ქვეყნის დასათვალიერებლად და არაჩვეულებრივი ადგილების აღმოსაჩენად. საქართველო გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითა და საოცარი ღირსშესანიშნაობებით, ამიტომ გზად არსებული ლამაზი ხედები ისეთივე საინტერესო და მიმზიდველია, როგორც დანიშნულების ადგილის, რომლისკენაც მიემართებით.

რა ღირს საქართველოში ავტომობილის ქირაობა

Car Rent Georgia-ს ვებ-გვერდის დახმარებით ავტომობილის ქირაობა არის იაფი და ხელმისაწვდომი. ქირავნობის ფასები დღეში 60-დან 85 ლარამდე მერყეობს, რაც დამოკიდებულია თქვენს მიერ არჩეული ავტომობილის კლასზე. ფასზე ასევე მოქმედებს თქვენთვის სასურველი სხვა მახასიათებლები, როგორიცაა ნავიგაციის სისტემა, სადაზღვევო პაკეტები და ა.შ.

რა სახის მანქანების ქირაობა შეგიძლიათ საქართველოში

კომპანია Car Rent Georgia საქართველოში გთავაზობთ მანქანების ქირაობის ფართო არჩევანს ნებისმიერი სახის მოგზაურობისთვის, იქნება ეს ქალაქში თუ მთებში. ეკონომიკური კლასის სედანებიდან დაწყებული ძვირადღირებული ჯიპებით დამთავრებული, ვიზიტორებს საშუალება აქვთ შეარჩიონ შესაფერისი ავტომობილი მოგზაურობისთვის. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ შემდეგი ბრენდების ავტომობილები - Mercedes, Toyota, Hyundai, Nissan და მრავალი სხვა.

რა პროცედურებია საჭიროა ავტომობილის დაქირავებისათვის?

საქართველოში ავტომობილების გაქირავების სერვისებზე დიდმა მოთხოვნილებამ, ჩვენი კომპანიისათვის მომხმარებელთა კმაყოფილება ნომერ პირველ პრიორიტეტად აქცია. ჩვენს ვებ-გვერდზე მანქანის ქირაობა მოგზაურებისთვის მარტივი პროცესია. საჭიროა მხოლოდ ორი დოკუმენტი: მართვის მოწმობა და პირადობის მოწმობა/პასპორტი. ასევე, თქვენ უნდა შეიტანოთ 100 ლარიანი დეპოზიტი მანქანის ქირაობისთვის და იყოთ მინიმუმ 24 წლის.

ავტომობილის ქირაობა საქართველოში რამდენიმე მარტივი საფეხურისგან შედგება:

რატომ არის Car Rent Georgia საუკეთესო არჩევანი?

Car Rent Georgia არის ადგილობრივი კომპანია, რომელიც საშუალებას გაძლევთ წინასწარ დაჯავშნოთ ავტომობილი და მიიღოთ იგი თქვენთვის სასურველ ადგილას. კომპანიის მიერ წარმოდგენილი ეკონომიური ფასის მქონე ავტომობილები მნიშვნელოვნად ზოგავს თქვენს ბიუჯეტს და გთავაზობთ ბაზარზე საუკეთესო ხარისხსა და მომსახურებას.

კიდევ რა უნდა გაითვალისწინოთ

თუ საქართველოში ავტომობილის ქირაობას აპირებთ, რამდენიმე რამ წინასწარ უნდა გაითვალისწინოთ: